Wednesday, July 14, 2010


მე ვარ მანანა ნარტოშვილი. ძალიან მიყვარს მეგობრები, ბავშვები და კიდევ თქვენ.

პროექტის გეგმა
პროექტის სახელი: რატომ ხდება მზისა და მთვარის დაბნელება
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სკოლაში შეძენილი ცოდნის საშუალებით აღწერენ მზისა და მთვარის დაბნელებას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ნასწავლი მასალის საფუძველზე და ფიზიკურ კანონებზე დაყრდნობით ამომწურავად გასცემენ პასუხს შემდეგ კითხვებს.
ა) რა მოხდება, თუ მთვარე დედამიწის გარშემო მოძრაობისას დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება?
ბ) როგორ გგონიათ, დავინახავთ ამ დროს მზეს?
გ) რა მოხდება თუ დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობისას მთვარესა და მზეს შორის დედამიწა არმოჩნდება?
დ) როგორ წარმოგიდგენიათ მთვარის სრული დაბნელება?
ე) დაინახავ თუ არა ამ დროს მთვარეს? მას ხომ დედამიწის ჩრდილი ფარავს სრულად და ამიტომ მზის სინათლით არ არის განათებული?
მონაწილეთა ასაკი: 14 – 15 წელი
ვადები / ხანგრძლივობა: 2 კვირა
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ მასალას ინტერნეტის საშუალებით, შეუძლიათ ურთიერთობა დაამყარონ თანაკლასელებთან და გაუზიარონ ერთმანეთს აზრი, ერთად იმსჯელონ მასალებზე, რომლებიც შეისწავლეს კვლევის დროს. (ინდივიდუალური და ჯგუფური)
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეები ეუფლებიან კვლევის, კომუნიკაციის, ფიპოთეზის გამოთქმის უნარ – ჩვევებს. უყალიბდებათ ნასწავლის გამოყენების უნარი, უჩნდებათ ახლის ძიების სურვილი, გეგმავს ექსპერიმენტს, უვითარდებათ აზროვნების, ლოგიკური მსჯელობის, დასკვნის გამოტანის, პრეზენტაციის უნარი.
სარგებლობა სხვებისათვის: ეცნობიან შედეგებს, დაეხმარებიან მსურველებს ამ მოვლენის უკეთ შესწავლაში.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობა სხვა სკოლის მოსწავლეებთან: მოაწყობენ დისკუსიას მზისა და მთვარის დაბნელებაზე.
საგანთან / საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწ. გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია, ისტორია.
პროექტის ფასილიტატორი: მანანა ნატროშვილი
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: manana.natroshvili@gmail.com
პროექტის ფორუმი
პროექტის ვებ – გვერდი / ბლოგი: